CMG ფლობს ლიცენზიას 1.880 კვადრატული კილომეტრის ფართობზე, საბადოს გეოლოგიური შესწავლისა და ექსპლოატაციისთვის, საქართველოში, ბოლნისის სამთო ოლქის ტერიტორიაზე. ამავე რაიონში, მადნეულისა და საყდრისის საბადოების ფლანგებზე CMG, ახორციელებს გეოლოგიურ საძიებო სამუშაოებს. რეგიონში აღნიშნული საბადოების დამუშავების ლიცენზიებს   ფლობს სს "RMG Copper " (მადნეული) და შპს "RMG Gold  " (საყდრისი). ეს კომპანიები, შპს ”CMG”-თან ერთად, შედიან ერთი ჯგუფის კომპანიაში.

მადნის პოტენციალი ბოლნისის მადნიან უბანზე, სადაც უძველესი დროიდან ხდება კეთილშობილი და ფერადი ლითონების დამუშავება,  ძალზე მნიშვნელოვანია. ის ქმნის მოპოვებისა და გადამუშავების გრძელვადიანი დაგეგმვის პერსპექტივას როგორც მოქმედ კარიერებზე (მადნეული და საყდრისი), ასევე ახალ პერსპექტიულ ობიექტებზე  (ბექთაქარის, ბნელიხევის და სხვა საბადოების), მათი საექსპლუატაციოდ მომზადების პროცესში.

შპს CMG -ის მიერ ჩატარებული გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები შეესაბამება JORC კოდექსის სტანდარტებს, უახლესი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. CMG ფლობს თანამედროვე აღჭურვილობით მოწყობილ ლაბორატორიებს, სინჯების დამუშავებისა და ანლიზის ჩატარებისთვის. CMG მენეჯმენტს და სპეციალისტებს გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება გეოლოგიური კვლევების, ძვირფასი და ფერადი მადნის მოპოვებისა და მისი გადამუშავების სფეროში; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პროექტების  შედგენასა და საბადოს ექსპლოატაციაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვით (ეკოლოგიურ) აუდიტს, მის განვითარებას და ღონისძიებების დანერგვას, რათა გარემო სამთო წარმოების პროცესში მავნე ზეგავლენისგან  იქნას დაცული.